აქტივობები

21015–2016 სასწავლო წელი 

სკოლაში ფუნქციონირებს 15 კლასი 229 მოსწავლით. ზოგადად სკოლის მოსწავლეთა წარმატების კოეფიციენტი ასეთია: 229 მოსწავლიდან შეფასებულია 228 მოსწავლე, მ/შ  I-VI კლასებში – 90 მოსწავლე,  VII-IX კლასებში – 64 მოსწავლე, ხოლო  X-XII კლასებში 74 მოსწავლე. 
229 მოსწავლიდან დაწყებით კლასებში 56 მოსწავლეა, დანარჩენი 173 მოსწავლიდან (მე5 – მე–12 კლასები)  10 ქულაზე შეფასებულია 19 მოსწავლე, 9 ქულაზე – 61 მოსწავლე, 8 ქულაზე – 27 მოსწავლე, 10, 9 და 8 ქულაზე შეფასებულია – 108 მოსწავლე – 5, 6 და 7 ქულაზე – 65 მოსწავლე.

აკადემიური მოსწრების რეიტინგით 2014–2015 სასწავლო წელს I ადგილზე გასული კლასი (მე–7 ბ) სკოლის დირექციამ დააჯილდოვა  შესაბამისი სიგელითა  და ექსკურსიით მარტყოფში, ხოლო 2015–2016 სასწავლო წელს რეიტინგით I ადგილზე გავიდა მე–5 კლასი, სკოლის დირექცია მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისში გაუკეთებს ორგანიზებას მათ ექსკურსიას. 

30 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა თბილისობასთან დაკავშირებული გრანდიოზული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სკოლის ყველა მოსწავლემ, ყველა კლასს წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს სხვადასხვა კუთხე დეკორაციებითა და ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი სუფრებით.

31 ოქტომბერს მე–9 –მე–12 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კათარზისს, სადაც მიიტანეს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები, მოსწავლეებმა მოხუცებისთვის გამართეს კონცერტი, მოხუცებმაც, თავის მხრივ, ბავშვებს უჩვენეს წარმოდგენა თავიანთი მონაწილეობით.
3 მარტს ჩავატარეთ დედის დღესთან დაკავშირებული სასკოლო ღონისძიება, მოსწავლეებმა ორი მასწავლებლის ნინო ივანიძისა და ეკა მამალაძის დახმარეით სიურპრიზი მოუწყვეს დანარჩენ მასწავლებლებს და ლამაზი საღამო აჩუქეს.

15/XII–2015წ-დან  22/ XII–2015წ–ის ჩათვლით და 16/V-2016-დან 2/VI-2016-ის ჩათვლით სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა მათემატიკაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ამ სასწავლო წლის განმავლობაში ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა სახვადასხვა საგნის საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, მათი უმრავლესობა გადავიდა მომდევნო ტურში, გვყავდა ბევრი ფინალისტიც.

ამის გარდა სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდა.


შპს-“ოაზისი“     2015-16 სასწავლო წელს შესრულებული სამუშაოები:

ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

ჩატარდა ერთობლივი შემეცნებითი საღამო „ დღეს ჩემი დღეა“ - გალაკტიონ ტაბიძის საღამო და ერთობლივი  ღონიძიება „მიხა ხელაშვილის გახსენება“. მონაწილეობა მიიღეს  V, VI, IX და XI კლასის მოსწავლეებმა. პასუხისმგებელი შესრულებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია დარახველიძე.

განხორციელდა პროექტი „ვუერთდებით აკაკის იუბილეს“. მონაწილეობა მიიღეს  V, VI კლასის მოსწავლეებმა. პასუხისმგებელი შესრულებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია დარახველიძე.

დამზადდა კედლის გაზეთები „ქალი - ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე“  - Vკლასი,  „მარო მაყაშვილი“ - V, VI კლასები. პასუხისმგებელი შესრულებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია დარახველიძე.

ჩატარდა გეოგრაფიული ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის გეოგრაფია“- IX, X, XI კლასებში. პასუხისმგებელი შესრულებაზე გეოგრაფიის მასწავლებელი დარიკო ხარაული.

ჩატარდა ინტეგრირებული პრეზენტაცია „საქართველოს კუთხეების გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა“ - IX კლასში.. პასუხისმგებლები შესრულებაზე ისტორიის მასწავლებელი შორენა ხოტივრიშვილი და გეოგრაფიის მასწავლებელი დარიკო ხარაული.

შემეცნებითი ვიზიტო - „ბოტანიკური ბაღი, ორანჟერეა“ - ფლორა. კლასი V, VI პასუხისმგებელი შესრულებაზე ჩვენი გარემოს მასწავლებელი მანონი სიხარულიძე.

ღონისძიება „9 აპრილი“  - IX კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე ისტორიის მასწავლებელი შორენა ხოტივრიშვილი.

ვიქტორინა ისტორიაში - „შევეჯიბროთ ერთმანეთს ცოდნაში“ - VI კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე ისტორიის მასწავლებელი შორენა ხოტივრიშვილი.

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

სამოდელო გაკვეთილი - „ საკოორდინატო ბადე“ - V კლასი, პასუხისმგებელი შესრულებაზე მათემატიკის მასწავლებელი ანა ბრეგვაძე.

მათემატიკური ვიქტორინა  - VI კლასი, პასუხისმგებელი შესრულებაზე მათემატიკის მასწავლებელი ნანა ცქვიტარია.

შემეცნებითი გაკვეთილი - „იცით თუ არა, რომ“  - VI კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე მათემატიკის მასწავლებელი ნანა ცქვიტარია.

პროექტი  - „გეომეტრიულ ფიგურათა თვისებების გამოყენება“ VIII კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე მათემატიკის მასწავლებელი ლელა ლომიძე.

ინტეგრირებული გაკვეთილი - „ნივთიერებათა მოლური და ატომური წილები“ VIII კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე ქიმიის მასწავლებელი ციალა პაპიაშვილი.

ბიოლოგია:- მასწავლებელი თამარ ჭელიძე.
გაიგზავნა ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის 70-ე კონფერენციაზე წარსადგენად IX კლასის მოსწავლეების მიერ დამუშავებული შემდეგი თემები:
1) „პროგერია“ – მოამზადა ანა ქოჩლაძემ
2) „ანორექსია“– მოამზადა ნანა ნავროზაშვილმა
3) „დაუნის სინდრომი“– მოამზადა დავით ჭელიძემ
4) „სიამის ტყუპები“ – მოამზადა მარიამ ხანოიანმა
ოთხივე თემის ავტორი  II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.

სამოდელო გაკვეთილი - „ძვლის აგებულება“ - VIII კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ჭელიძე.

ღონისძიება  - „შიდსის პრევენცია“ - X კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ჭელიძე.

პრეზენტაცია - „ნორჩი ფიზიკოსები“ - VII კლასები.

პრეზენტაცია უმცროსკლასელთათვის - „ გასეირნება ლაბორატორიაში“ - IV კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ ჭელიძე.

პრეზენტაცია - „საშინაო ექსპერიმენტები“ - კლასი IX.  პასუხისმგებელი შესრულებაზე ფიზიკის მასწავლებელი ნანული ფარტენაძე.

ფიზიკური და ესთეტიუკური აღზრდის კათედრა

ჩტარდა ნახატების, აპლიკაციებისა, ნაძერწებისა და კომპოზიციების გამოფენები  შემდეგ თემებზე:
1) ფოთოლცვენა
2) თბილისი
3) ახალი წელი
4) გაზახული
5) დედა
6)მისალოცი ბარათები დედებს
7) აღდგომა
8) ბავშვთა დაცვის დღე

მონაწილეობას ღებულობდნენ  I- VI კლასების მოსწავლეები.
პასუხისმგებელი შესრულებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი ნინო ქსოვრელი.

შემეცნებითი ვიზიტები მუზეუმებში, ვსტუმრობთ სხვადასხვა მუზეუმს, სასწავლო წლის განმავლობაში გავედით ორჯერ, VI - IX კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი ეკა მამალაძე.

სასკოლო ღონისძიება „თბილისობა 2015“ , I - XII კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე ეკა მამალაძე.

სასკოლო ღონისძიება „ახალი 2016 წელი“  , I - VI კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე ეკა მამალაძე და დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნინო ივანიძე.

სასკოლო ღონისძიება „დედა“ , V - VI  კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე ეკა მამალაძე და დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნინო ივანიძე.

დაწყებითი კლასების კათედრა

ღონისძიება „ანბანთან შეხვედრა“ - I კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე I კლასის  მასწავლებელი თამარ შერაზადიშვილი.

ღონისძიება „საახალწლო“ - I კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე I კლასის  მასწავლებელი თამარ შერაზადიშვილი.

ღონისძიება „საახალწლო“ - IV კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე IV კლასის  მასწავლებელი ირმა ძაგნიძე.

ღონისძიება „ქართული ენის დღე“ - III კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე III კლასის  მასწავლებელი ნინო ივანიძე.

ღონისძიება „როგორ გაირბინა დრომ“ - IV კლასი. პასუხისმგებელი შესრულებაზე IV კლასის  მასწავლებელი ირმა ძაგნიძე.

შიდა სასკოლო საშემოდგომო და საგაზაფხულო ოლიმპიადები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში. პასუხისმგებელი შესრულებაზე დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნინო ივანიძე და დირექტორის მოადგილე ნანა ცქვიტარია.

კონკურსი კალიგრაფიაში, I - IV კლასები, პასუხისმგებელი შესრულებაზე დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნინო ივანიძე და დირექტორის მოადგილე ნანა ცქვიტარია.

ბავშვები შემოწმდნენ კითხვის ტექნიკაში, პასუხისმგებელი შესრულებაზე დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნინო ივანიძე და დირექტორის მოადგილე ნანა ცქვიტარია.

თითოეული სემესტრის განმავლობაში სამჯერ მივდივართთეატრში სპექტაკლზე დასასწრებად. შეძენილი გვაქვს აბონიმენტები.

სასწავლო წლის ბოლოს თითოეული კლასი იყო ექსკურსიაზე.

უცხოურ ენათა კათედრა

გაკეთდა პროექტი „Welcome to London”  პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო ინგლისური ენის პედაგოგი მანანა ტუხაშვილი

პროექტი „Wonderful invention”პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო ინგლისური ენის პედაგოგი მანანა ტუხაშვილი

ღონისძიება „Women and Change”პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო ინგლისური ენის პედაგოგი მანანა ტუხაშვილი

პროექტი „The months of the year”პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა შოთაშილი

ღონისძიება – საშობაო თამაში „A Christmas pley”პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა შოთაშვილი.

პრეზენტაცია „земля русская“პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო რუსული ენის პედაგოგი მანანა სვიმონია

მისალოცი ბარათები თემაზე „დედა“ პასუხისმგებელი შესრულებაზე იყო რუსული ენის პედაგოგი მანანა სვიმონია


          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
© 2011 სკოლა ლიცეუმი ოაზისი“
ყველა უფლება დაცული
Created By GeoElita.ge
ჩვენი მისამართია:
ქ.თბილისი, ც.დადიანის ქ. 32 (მ.ნაძალადევთან)
ტელ.: (+995 32) 2 661612, +995 5 99559186