26/10/2018
შემოდგომა ოაზისში
ოქროსფერმა შემოდგომამ სკოლა ოაზისშიც შემოირბინა. ხილითა და ბოსტნეულით დახუნძლული კალათებით მოირთო პატარა დერეფნები, მოსწავლეები ხატავდნენ შემოდგომას და სკოლის კედლებს ამშვენებდნენ ნახატებით. ლამაზმა და ფერადმა დღემ კარგ განწყობაზე დააყენა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
26/10/2018
სტუმრად ყაზბეგში
შპს-ოაზისი, კერძო სკოლის XI-ბ კლასის მოსწავლეებმა 2018 წლის 13 ოქტომბერს დალაშქრეს ყაზბეგი. ნისლში გახვეული წმინდა, ისტორიული ადგილები მოინახულეს და დადებითი ემოციებით დაუბრუნდნენ დედაქალაქს.
26/10/2018
სტუმრად ექსპერიმენტორიუმში
შპს-ოაზისი, კერძო სკოლის VII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ექსპერიმენტორიუმს, სადაც მრავალი საოცარი და ლამაზი სანახაობა დახვდათ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს მასპინძლების მიერ ჩატარებულ ცდებს, თვითონაც მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ექსპერიმენტში. ლამაზმა დღემ მოსწავლეებში კმაყოფილება და დადებითი ემოციები გამოიწვია.
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
© 2011 სკოლა ლიცეუმი ოაზისი“
ყველა უფლება დაცული
Created By GeoElita.ge
ჩვენი მისამართია:
ქ.თბილისი, ც.დადიანის ქ. 32 (მ.ნაძალადევთან)
ტელ.: (+995 32) 2 661612, +995 5 99559186